მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსი და პოლიცია საროსკიპოში: ვალენსიის ბორდელში კარანტინი გამოცხადდა

© REUTERS / FLAVIO LO SCALZOშეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციელი
შეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ამ დროისათვის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, გასული ღამე რამდენიმე კლიენტთან ერთად გაატარა. 

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ვალენსიაში ბორდელ „შვარცვალდს“ ეროვნული პოლიციის აგენტები იცავენ მას შემდეგ, რაც საროსკიპოს ერთ-ერთ თანამშრომელ გოგონას კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება მედია პოლიციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.  

​გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა არ შეასრულა ჯანდაცვის ორგანოების ბრძანება და კვლავ განაგრძობდა კლიენტების მომსახურებას.

შესაბამისად, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დღეს გამთენიისას დაეხურა საროსკიპო და იზოლაციაში მოექცია არა მარტო აღნიშნული თანამშრომელი, არამედ ბორდელის 86 კლიენტიც და სხვა თანამშრომლებიც — სულ 119 ადამიანი,  რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. 

COVID 2019: დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 40 დღის განმავლობაში>>

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ამ დროისათვის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, გასული ღამე რამდენიმე კლიენტთან ერთად გაატარა. 

ხელისუფლება შიშობს, რომ ბორდელის მუდმივი კლიენტების მეუღლეები საროსკიპოს წინ შეიკრიბებიან და განმარტებებს მოითხოვენ.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ კარანტინში მოთავსებულთაგან კორონავირუსით ინფიცირება არცერთს არ დაუდასტურდა, თუმცა მათი 14 დღიანი იზოლაცია მაინც აუცილებელია დაავადების შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

 

ყველა ახალი ამბავი
0