თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მაღალი მოდის სამყარო მოდელიერ ჰარიკრიშნანის ახალმა კოლექციამ შოკში ჩააგდო, რაზეც ახლა მთელი ინტერნეტი ლაპარაკობს.
ლონდონის მოდის კოლეჯში (London College of Fashion) გამართულ ჩვენებაზე ჰარიკრიშნანმა ლატექსის ექსტრა-განიერი გასაბერი შარვლები წარმოადგინა, რომელთა სილუეტიც არაფერ მანამდე ცნობილს არ ჰგავს.
„იდეა ძაღლთან თამაშის დროს მომივიდა. მაშინ დავფიქრდი, რომ ასეთი დაბალი რაკურსიდან ყველაფერი ალბათ ზედმეტად დიდი ეჩვენებოდა... გადავწყვიტე, ამგვარი „დამახინჯება“ კოლექციაში გამეთამაშებინა“, — აცხადებს ჰარიკრიშნანი.
გარდა გასაბერი შარვლებისა, დიზაინერმა ასევე წარმოადგინა ხის ბურთულებისგან დამზადებული პიჯაკები და მაისურები. მათზე სამუშაოდ მოდელიერი ინდოეთში გაემგზავრა და მთელი თვე იცხოვრა ადგილობრივ ხელოსნებთან, რათა იდეალური სილუეტი შეექმნა.