მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID 2019: დაფიქსირდა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 40 დღის განმავლობაში

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული 24 საათი, ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ყველაზე დაბალ მაჩვენებლიანი გამოდგა ბოლო 40 დღის განმავლობაში

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ჩინეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით თანდათან სტაბილური ხდება, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. 

დეზინფექცია - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის 25 რეგიონში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამასთან, ჩინეთის მასშტაბით ბოლო 40 დღის განმავლობაში დაავადებულთა საერთო რაოდენობით, ეს მაჩვენებელი ყველაზე  დაბალი გამოდგა. 

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 89 074 კაცს შეადგენს, აქედან ჩინეთზე 80 026 ინფიცირებული მოდის. გარდაიცვალა 3048 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 45 110 პაციენტი.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს აქვს გამოვლენილი - ირანიდან ჩამოსულ ორ მამაკაცს და ასევე ახალგაზრდა ქალს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ.

ილია მეორე: ხილვა მქონდა - ადამიანი გაიმარჯვებს კორონავირუსზე

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0