თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 2020 წლის დასაწყისიდან 29,54 მლრდ დოლარით შემცირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Bloomberg Billionaires Index-ზე (BBI) დაყრდნობით.
ინდექსი გამოითვლება იმ კომპანიების აქციების ღირებულების გათვალისწინებით, რომლებშიც მილიარდერები წილებს ფლობენ. სულ კვლევაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანია შესული, მათგან 24 — რუსეთის მოქალაქე.
მაგალითად, „ნორნიკელის“ ერთ-ერთი ძირითადი მფლობელის, ვლადიმირ პოტანინის ქონება წლის დასაწყისიდან 86,6 მილიონო დოლარით შემცირდა და 28 მლრდ შეადგინა; ხოლო „ლუკოილის“ თანამოწილე ვაგით ალექპეროვმა 2,6 მლრდ დოლარი იზარალა და მისი ქონება ამ დროისათვის 19,7 მილიარდს შეადგენს.
კვლევა: მსოფლიოს 2 000 მილიარდერს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე 4,6 მლრდ ადამიანს>>
ზარალის მიხედვით მესამე პოზიციაზეა „ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის“ მთავარი ბენეფიციარი ვლადიმირ ლისინი — მის ქონებას 2,19 მლრდ დოლარი მოაკლდა; მეოთხე ადგილზე „ნოვატეკის“ თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონია — 6,39 მლრდ დოლარის ზარალით, ხოლო მეხუთეზე „სევერსტალის“ ძირითადი მფლობელი ალექსეი მორდაშოვი, რომლის ქონებასაც 2,82 მლრდ დოლარი მოაკლდა.
რუსეთის სხვა უმდიდრესი ადამიანების, მათ შორის, ალიშერ უსმანოვის, რომან აბრამოვიჩის, ვიქტორ ვექსელბერგისა და სხვათა ზარალი მილიონებით დოლარით განისაზღვრება და შესაბამისად, რეიტინგში მომდევნო ადგილებზე გადანაწილდნენ.