2 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 2 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

 

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 მარტი

1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
2 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.

როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

2 მარტს დაბადებულები

2 მარტს დაბადებულები ბედმა ჭკუა-გონებითა და ძლიერებით დააჯილდოვა. ისინი მუდამ წინ ისწრაფვიან და ჩანაფიქრის ასასრულებლად მხოლოდ ღირსეულ მეთოდებს იყენებენ. მათ დიდი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ; წარმატებას კი ცოდნა, ნიჭი და იღბალი უდევს საფუძვლად. შეუძლიათ ხალხის მოხიბვლა, მეგობრების შეძენა, თუმცა, არც მტრების რაოდენობა აკლიათ. ეს მათი ხასიათის ნიშანს უკავშირდება - მუდამ მოვლენების ეპიცენტრში უყვართ ყოფნა. გააჩნიათ ბევრი ღირსება, რაც კეთილდღეობის მოპოვებას უწყობს ხელს - ფულს მაგნიტივით იზიდავენ, მხიარულება მათ არ ტოვებს, მსუბუქი და იოლი ცხოვრება საშუალებას აძლევს, ბედნიერად და კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქმეები წარმატებისთვისაა „განწირული“. ასევე უმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაშიც.

„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში>>

2 მარტს დაბადებულებს არ უყვართ ბედისწერის აჩქარება; ისინი მომთმენი არიან ოჯახშიც, მეგობრებთანაც, საზოგადოებაშიც. და ეს მოთმინება სასწაულებს ახდენს. გარშემომყოფებს კი ეს თვისება ყოველთვის არ სჭირდებათ და ამ დროს ეწყებათ ამ დღეს დაბადებულებს პრობლემები, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. როდესაც მშობლები ხდებიან, ხშირად ძალზე კატეგორიული არიან შვილების მისწრაფებების, პრინციპების, გზის ძიების მიმართ, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებსა და კონფლიქტებს.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

2 მარტს დაბადებულებისთვის საჭირო არ არის, ყოველთვის მოთმინებით აღიჭურვონ და მშვიდი იყვნენ. ყველაზე გაწონასწორებული ადამიანებიც კი ხანდახან „ფეთქდებიან“ და თავიანთ დაგროვებულ ემოციებს ანთხევენ. ამ დღეს დაბადებულებს, როგორც წესი, აქვთ რაიმე გატაცება, ჰობი, სამუშაოში, რომელიც უმეტესად შემოქმედებითია, მთელი თავით ეშვებიან. ხშირად ისინი დახმარებას სასოწარკვეთილი ეძებენ უსასრულო პრობლემების წინაშე, როგორც მათ ჰგონიათ, მარტოდმარტო რჩებიან. როგორც არ უნდა იყოს, შეუძლიათ სიტუაციის რეალურად შეფასება და პრობლემების გადაჭრა, მათ ამისთვის საკმარისი ძალა გააჩნიათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>

2 მარტს დაბადებულები შემეცნებისკენ ისწრაფვიან; შეუძლიათ, ყველაფერი მიატოვონ და სამოგზაუროდ გაეშურონ და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობებისგან დიდი სიამოვნება მიიღონ. მნიშვნელობა არა აქვს, ბარიკადის რომელ მხარეს აღმოჩნდებიან - მოგებულებსა თუ წაგებულებს შორის, მაინც მზად არიან, თავიან უნარებს გამოყენება მოუძებნონ. მათი მთავარი თვისებაა წონასწორობის დაცვა საკუთარ და გარშემომყოფთა მოთხოვნებს შორის. ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას, სამყაროს სრულყოფას ისინი საკუთარი თავიდან და ოჯახიდან იწყებენ - ეს საუკეთესო გზაა, როცა გინდა, რაიმე შეცვალო.

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, თუ ასე არ მოიქცევიან, პრობლემები გაუჩნდებათ. მათთვის საჭიროა ფიზიკური აქტიურობა, კვების მხრივ კი - ცილებით მდიდარი უბრალო საკვები. მავნე ჩვევებს კი ალკოჰოლისა და ნიკოტინის სახით, საერთოდ არ უნდა გაეკარონ.

რჩევა:

იპოვეთ საკუთარი თავი ყოველდღიურ აქტიურობაში. დაასვენეთ გონება. თქვენს სურვილებს რეალურად შეხედეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ უკეთესობისკენ სწრაფვა. „ეგო“ პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას, მთლიანად შთანთქას თქვენი თავი.

ყველა ახალი ამბავი
0