თალაკვაძე: პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას, მოუწევს ამის ახსნა საზოგადოებისთვის

© photo: Archil Talakvadze / FBსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის იმ წარმომადგენლებზე საუბრობს,  ვინც მიიჩნევს რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ხელისუფლებასთან კონსესუსი ვერ შედგება.
თალაკვაძე: პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებას, მოუწევს ამის ახსნა საზოგადოებისთვის
„40%-ის პრინციპი დაკმაყოფილებულია და უცნაური იქნება, თუ დღეს ოპოზიცია ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ანუ არ დაეთანხმება პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა საარჩევნო მოლაპარაკებები“, -ამბობს თალაკვაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სამართლიანი შეთავაზებები არის გაკეთებული და გადადგმულია ნაბიჯები.

ყველა ახალი ამბავი
0