რამაზ საყვარელიძე: ამ დროს ითრგუნება იმუნიტეტი და გრიპი საშინელი ავადმყოფობა ხდება

© Sputnik / Alexander ImedashviliМикрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე სტრესზე საუბრობს, ამბობს, რომ ნებისმიერი ფსიქოთერაპევტის ფუნქცია სტრესის მართვაა და ფროიდის დროს ამას გამოხატავდნენ სინონიმებით – უბედურება, ნაღველი, დეპრესია, მელანქოლია.
რამაზ საყვარელიძე: ამ დროს ითრგუნება იმუნიტეტი და გრიპი საშინელი ავადმყოფობა ხდება
„წარსულში დალექილი იდეების ამოტივტივებისთვის ადრე წლები იხარჯებოდა. წლების დახარჯვა იმისთვის, რომ ადამიანს სტრესი მოუხსნა – უაზრობაა. ამიტომ უფრო ეფექტური აღმოჩნდა ისეთი მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, პროფესორ შულცის პროგრესული რელაქსაციის პრაქტიკა და ანალოგიური ვარიანტები. შულცს უამრავი ვერსია აქვს და მისი ტექნიკა ყველაზე გავრცელებულია. მის მეთოდს აუტოტრენინგის ტრიუმფალურ სვლას ეძახიან. აღმოჩნდა, რომ სტრესის დროს იმუნური სისტემა ითრგუნება, მეცნიერმა სელინმა უამრავი ცდა ჩაატარა თაგვებზე და ბევრი რამ აღმოაჩინა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი განმარტავს: „სტრესის დროს გამოიყოფა ადრენალინის დიდი რაოდენობა, რისთვისაც იზრდება თირკმელზედა ჯირკვლები, შრება საჭმლის მომნელებელი სისტემა. ბუნების ლოგიკით ეს სწორია – ასეთი გასაჭირია და რა დროს ჭამაა. თუ ეს გაგრძელდა, კუჭში ნაპრალები ჩნდება, ასევე ჭარბი ადრენალინი არ გამოდის სისხლიდან, იწყება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ეს ევროპამ მეცნიერ ჰანს სელიეს წყალობით აღმოაჩინა“.

ყველა ახალი ამბავი
0