თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ფოტოები სუპერმარკეტებიდან. დაცარიელებული დახლები და პროდუქტებით სავსე კალათები საზოგადოების მთავარი განსახილველი თემა გახდა.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი და ფოტოსაც აქვეყნებს.
„მე მაინც მგონია რომ ამდენი ლობიო უფრო მოკლავს ადამიანს, ვიდრე კორონა“ – წერს ნანუკა ჟრჟოლიანი.აქართველოში ოთხშაბათს, საღამოს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 800-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 81 ათასზე მეტი ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსის მქონე 32 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-2019-ის პირველი შემთხვევები საქართველოს პარალელურად გამოვლინდა რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ნორვეგიასა და ფინეთში.
საქართველო 46-ე ქვყანაა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. COVID-19-ის შემთხვევები 453-მდე გაიზარდა იტალიაში, დაღუპულია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ირანში ვირუსით ინფიცირებულია 140 და დაღუპულია 19 ადამიანი.