თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ფოთში, კოკაიას ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ერთმანეთს სატვირთო და Honda-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
„ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა”, - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მირიგე ექიმმა ლალი დამენიამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით უკვე დაიწყო.
ნიკა ლატარია