ახალი ღვინო - ახალი გემო: მთაწმინდაზე „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართება

© Sputnik / Denis Aslanovღვინის ფესტივალი გურჯაანში
ღვინის ფესტივალი გურჯაანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლიდან წლამდე ღონისძიებაში ერთვება სულ უფრო მეტი საოჯახო მეღვინეობა და ღვინის კომპანია, ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 9 მაისს რიგით მე-11 „ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival 2020) გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-ში.

ახალი რეკორდი: რამდენი ღვინო გაიტანეს საქართველოდან >>

სტუმრებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ ბოლო მოსავლის ასეულობით ახალი ღვინო, გაიცნონ ამ ღვინოების ავტორები და აღმოაჩინონ ახალი გემოები. თავის ღვინოებს წარმოადგენენ როგორც დიდი, ისე საოჯახო მეღვინეობები.

ღვინის ფესტივალის ძირითადი იდეაა - ტრადიციული ქართული ღვინოების პოპულარიზაცია, მეღვინეობის კუთხით განათლების დონის და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება.

ღვინის გამოფენა Expo GEORGIA-ში - Sputnik საქართველო
ღვინის კონტროლი: საექსპორტო პროდუქცია ხარისხზე შეამოწმეს

„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში 2010 წლიდან იმართება. ამ წლების განმავლობაში ის ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცა და გაიზარდა.  2019 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი მონაწილე.

„ახალი ღვინის ფესტივალს“ პროდუქციის მწარმოებლების გარდა მოულოდნელად ელიან ქართველი და უცხოელი პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარები და მოყვარულები. წელს ფესტივალის კარი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება ღია. დასწრება უფასოა.

ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“ თანხლებით დაიწყება. ორგანიზატორები სტუმრებს საინტერესო პროგრამას, გათამაშებებს და სასიამოვნო მუსიკას პირდებიან.

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე ღონისძიებაში ერთვება სულ უფრო მეტი საოჯახო მეღვინეობა და ღვინის კომპანია, ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0