შსს-მ თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმკვლელობამდე მიყვანა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. 2019 წელს საქართველოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 390-მა ადამიანმა, სუიციდის მცდელობა ჩაიდინა კიდევ 478-მა, ამის შესახებ შსს-ს ოფიციალურ მონაცემებშია ნათქვამი.

კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება >>

თვითმკვლელობების და სუიციდის მცდელობების რიცხვით ლიდერობს თბილისი (180 შემთხვევა), მეორე ადგილზეა სამეგრელო - ზემო სვანეთი (142), მესამეზე - იმერეთი (121). აქედან მამაკაცების რაოდენობა ქალებთან შედარებით სამჯერ მეტია.

შსს - Sputnik საქართველო
რამ უბიძგა მოზარდს სუიციდისკენ – შსს–ში პირველი კომენტარი გააკეთეს

თვითმკვლელობამდე მიყვანა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია. 2019 წელს ქვეყანაში 1 838 ასეთი დანაშაული მოხდა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს. თუმცა ასეთი დანაშაულის გახსნის პროცენტი, როგორც წესი, დაბალია. 2019 წელს მხოლოდ 8 დანაშაული გაიხსნა.

ამასთან, თბილისში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის სუიციდმა დიდი სკანდალი და მასობრივი პროტესტი გამოიწვია. 2019 წლის 17 დეკემბერს სკოლის მოსწავლე პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მეცხრე სართულიდან გადახტა. სამართალდამცველები მოზარდით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ის ღამით შეიპარა თავის ყოფილ სკოლაში და მის კედლებზე დატოვა წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“.

მოზარდის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გამოკითხვის დროს აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლა განახორციელეს. გამომძიებელი, რომელიც კითხავდა მოზარდს, დაკავებულია.

ყველა ახალი ამბავი
0