მაია ასათიანი: არ ჩამქოლოთ, მაგრამ შევძლებ კი ერთ კაცთან...
„თავისუფლებას არასდროს დავთმობ, ჩემთვის ესაა მთავარი და ხელზეც ეს მაწერია. მე ერთ სიყვარულში ცხრა წელი გავატარე, როცა პირველი დღიდან ბოლო წამამდე სრულ აღმაფრენაში ვიყავი. ამბობენ, რომ ასეთი განცდა და ურთიერთობა მხოლოდ ფილმებშიაო. მე მქონდა ასეთი სიყვარული, როცა ბოლო დღეც პირველი დღესავით მძაფრია და მასზე უფრო ღრმა და საინტერესოც იყო. ასეთი რამ რვანახევარი წელი გაგრძელდა და არ ვიცი, შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს. შეიძლება ერთი დღე გაატარო ადამიანთან ერთად და ის დღე მთელ სამყაროდ მოგეჩვენოს. შეიძლება, რომ ასეთი ადამიანი შეგხვდეს, ასე რომ, არ უნდა დათვალო, როცა სიყვარულში თვლი, ეს უკვე სხვა რამაა.“- ამბობს მაია ასათიანი სატელევიზიო გადაცემაში.
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს: „ჩემს შესახებ სტერეოტიპია, თითქოს წარუმატებელი ვარ სიყვარულში, მაგრამ მე არ ვყვირი, როცა კარგად ვარ. არ ვთვლი, რომ სწორია რომ არ უნდა იყვირო. როცა ბედნიერი ხარ-იყავი ბედნიერი. ბედნიერება ეს არჩევანია და მე ვირჩევ ბედნიერებას, ოღონდ იმ ბედნიერებას, რომელიც მარტო ჩემია და არა მილიონი ადამიანის დასანახად არსებული.“