თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მთაწმინდის პარკთან ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, იუწყება პირველი არხი.
ხანძარი დაახლოებით 150–300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის" ქვემოთ, ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 50 მეხანძრე–მაშველი და ხუთი ავტოცისტერნაა ჩართული.
ტელეარხის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.