მთაწმინდაზე ხანძრის ორი კერაა

© Sputnik / STRINGERმეხანძრეები ხანძარს აქრობენ
მეხანძრეები ხანძარს აქრობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის“ ქვემოთ, ფერდობზე გაჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ხანძარი სოფელ რუისპირში: ქარი ცეცხლის ქრობას ხელს უშლის - დამწვარია რამდენიმე შენობა

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ხანძრის ორი კერაა, თუმცა ჯერ უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.

ტელეკომპანია Imedi–ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის" ქვემოთ, ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0