თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 23:15 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ონიდან 8 კილომეტრში, სოფელი ბაჯიხევში მდებარეობდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაცია ნგრევის ან სხვა შემთხვევების შესახებ არ ვრცელდება.