მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გეომაგნიტური ქარიშხალი მარტში: ფიზიკის ინსტიტუტი თარიღებს ასახელებს

გამოწერა
მაგნიტური ქარიშხლების გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს. 

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მარტის მაგნიტური ქარიშხალი ყველაზე ძლიერი იქნება მიმდინარე წელს და ის სერიოზულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, იუწყება მედია ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით. 

მაგნიტური (გეომაგნიტური) ქარიშხალი — ეს დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს. მოვლენა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად. 

უახლოესი მაგნიტური ქარიშხალი მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. ძლიერი მეტეორხევები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება — 4 და 5 მარტს.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები. თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს. 

მედიკოსების თქმით, მეტეოშეტევების დროს თავს იჩენს უმიზეზო თავისტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, განწყობის ცვლა — აღგზნებიდან აპათიამდე, უძილობა და დეპრესიული განწყობა.

მედიკოსები მაგნიტურ ქარიშხალთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე - ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება - ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი - სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება - კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0