ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

© Sputnik / Shota Nozadzeზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება ქართული მედია.

„პრესა.ჯი“-ს დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან...“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0