Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წამლების მიღება არ შეიძლება, ჩაის იმედზე ვარ...“ – ორსული ხატია სიჭინავა ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილში პანიკა მოჰყვა. მსოფლიოში გავრცელებული საშიში ვირუსი ერთნაირად აშინებთ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე შოუ-ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ახლა მეოთხე შვილის მოლოდინშია და დიდი ზომის მუცელი აქვს. ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პირბადე აქვს მორგებული. გაირკვა, რომ ის გაცივდა და ვირუსებისგან დაცვას ამ ფორმით ცდილობს.

„ისე გამოვიდა, რომ ორსულობაში ზედმეტად აქტიური ვხდები, უამრავი იდეა მომდის და ყველას ფრთებს ვასხამ. გაორმაგებული
ენერგია მაქვს მადასავით, ერთადერთი სიმძიმე მიშლის ხელს თორემ მთებსაც გადავდგამდი. ხოდა აი ამ ენერგიულობის დროს, სად დამეტაკა ეს გრიპი არ ვიცი, მაგრამ ვინაიდან წამლების მიღება არ შეიძლება, ჩაის იმედზე, ეხლა მხოლოდ გონებით ვხარჯავ ენერგიას“, – წერს სიჭინავა.

View this post on Instagram

#profili @maia.assatiani 🥰

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝓲𝓮 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

26 თებერვალს, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ცოტა ხნის წინ თურქეთის საკონსულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა არ შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც, საპასპორტო მონაცემების თანახმად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში ან იტალიაში.

კორონავირუსის გამო თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს >>>

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში 22 ადამიანი გარდაიცვალა, 141 კი დაინფიცირდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ირანთან სახმელეთო მიმოსვლის ორი კვირით შეჩერების თაობაზე.

ნიღბიანი ადამიანი - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა ქართველ ჟურნალისტებსაც შეუტია?

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ყველა ახალი ამბავი
0