მკურნალობა და პოლიტიკა: მერაბიშვილი ვარშავაში სამომავლო გეგმებზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერაბიშვილი პოლონეთში რეაბილიტაციის კურსს გაივლის, შემდეგ კი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებმება

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ ნაწილად გახლეჩილი ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას აპირებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გასულ კვირას, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ამ დროის განმავლობაში ზოგიერთმა ლიდერმა სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა პარტია და შექმნა საკუთარი - სახელწოდებით „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის". ამჟამად მერაბიშვილი იმყოფება ვარშავაში, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილი სამკურნალოდ პოლონეთში გაემგზავრა

„ციხეში გატარებული წლების პერიოდში ჩემს მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია ორ ნაწილად გაიყო. მე გამოვედი და დავინახე, რომ გაჩნდა ორი პარტია, ორივეში მეგობრები მყავს. მე უნდა გავაკეთო არჩევანი. ყველაზე მნიშვნელოვანია გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რადგან პროდასავლურ მისწრაფებებში არავითარი განსხვავება არ არის, ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ”, - განაცხადა მერაბიშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან მან აღნიშნა, რომ პოლონეთში გაივლის რეაბილიტაციის კურსს, შემდეგ კი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და გაერთიანებული ოპოზიციის მუშაობაში ჩაერთვება.

„მე ნაწილობრივ ჩავერთე პროცესებში, მაგრამ მჭირდება გარკვეული დრო სამედიცინო რეაბილიტაციისთვის. რამდენიმე ხანში ვიქნები ფორმაში, იმისათვის, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან მან განაცხადა, რომ თავის როლს ხედავს არჩევნებზე დახმარების გაწევაში, ხოლო შემდგომში საკვანძო პოსტების დაკავებას არ აპირებს.

ვანო მერაბიშვილი: ამ წლის ბოლომდე ეს ხელისუფლება დასრულდება, გარანტიას გაძლევთ >>

„შემიძლია განვაცხადო, რომ არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე. შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე. რაც შეეხება საქმის კეთებას, იმდენი საშუალებაა საქმის კეთების“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მერაბიშვილი მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად, რომელმაც პოლიციელების ავტორიტეტისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას

თუმცა დღეისათვის მის მიმართ საზოგადოებაში არაცალსახა დამოკიდებულებაა. ერთის მხრივ, ხალხს ახსოვს შსს-ს წარმატებული რეფორმა და დანაშაულის სიმცირე, ხოლო მეორეს მხრივ - პოლიციური რეჟიმი იმ დროს, როდესაც ის შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ახსენებს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე აღიძრა.

თავისუფლების პირველი დღე მერაბიშვილისთვის საპროტესტო აქციით დასრულდა. რესტორანთან, რომელშიც მერაბიშვილი ვახშმობდა, აქცია გამართეს იმ ოჯახებმა, რომელთა წევრები დაზარალდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0