გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად და  მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

თოვლი მთაში - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, რომელიც  საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ მიემართება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით გაუჩერებლად იმოძრავებს.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რაც შეეხება ფარვანის უღელტეხილს, რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0