Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში ეჭვით კორონავირუსზე თითქმის 200 ადამიანია ჰოსპიტალიზებული

© AFP 2024 / PASCAL POCHARD-CASABIANCAსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ადამიანი საავადმყოფოებში გადაჰყავთ, პაციენტების უმრავლესობა ასტარინის და ჯალალაბადის რაიონების ცენტრალურ საავადმყოფოებში იმყოფება

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. აზერბაიჯანში დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია ეჭვით კორონავირუსულ ინფექციაზე, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო

ამჟამად ბაქოს კლინიკური მედიცინის ცენტრში ინფექციურ დაავადებათა განყოფილებაში შვიდი პაციენტი იმყოფება, კიდევ ორი დედაქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. კიდევ 86 ადამიანი ასტარინის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინზე იმყოფება, ხოლო 91 ადამიანი - ჯალალაბადის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში.

სწორედ აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა ირანიდან საქართველოში კორონავირუსით პირველი დაავადებული მამაკაცი. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის, ვინც აზერბაიჯანში კარანტინშია მოთავსებული, არიან მისი მგზავრები ან კონტაქტში მყოფი პირები.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ავიაკომპანია Wizz Air- ი კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს >>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 82 164 ადამიანის ინფიცირების შემთხვევა. აქედან ჩინეთზე 78 497 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა სიმრავლით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა — 1 595 დაავადებულით. სულ გარდაიცვალა 2801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 32 897 პაციენტი. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 37 ქვეყანაში 44 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0