ქართველი სელებრითების ერთ-ერთ აქტიურ სახეს, პარფიუმერული ქსელ „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ხატია შამუგიას, „ქუჩის ბიჭ“ გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ, ხმამაღლა და საჯაროდ არასდროს უთქვამს, რომ შეყვარებულია. მის ცხოვრებაში თუ რაიმე სახის გრძნობა ან ურთიერთობა იყო, ამას არასდროს ასაჯაროებდა, მაგრამ დადგა ეტაპი, როდესაც შეუძლია თქვას: „დიახ, შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობ!“
View this post on Instagram
ხატიას ცხოვრებაში გამოჩნდა პრინცი, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს. ეს ქართველი მამაკაცი მის ბავშვობაშიც არსებობდა, მერვე კლასამდე უბნელები იყვნენ, შემდეგ ხატიამ საცხოვრებელი სახლი შეიცვალა და მათი გზებიც გაიყო. ამასობაში ხატია წარმატებულ ქალად იქცა, ის ქართველი ბიჭი კი ირლანდიაში წავიდა, ბიზნესი ააწყო და იმ ქვეყნის მოქალაქეც გახდა. მათი გზები წლების შემდეგ გადაიკვეთა და ძველი, ბავშვური ნაცნობობა სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა.
„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატიას თქმით, მისი მეორე ნახევარი ზოდიაქოთი ლომია, დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე თავადაც გაემგზავრება. „სხვათა შორით, აჩიკოს არ უყვარს, როდესაც მასზე ბევრს ვსაუბრობ. რაც ხელის მოწერას შეეხება, მიხეილ ცაგარელმა გვირჩია, დეკემბერში მოაწერეთ ხელიო, ხოდა ასეც მოვიქეცით. აჩიკოს უყვარს „ტომ ფორდი“, მას საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვს. ასევე, ძალიან უყვარს, როდესაც წითელ ტუჩსაცხს და წითლ მანიკურს ვიყენებ“, - განაცხადა შამუგიამ.