თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. შეფილდში (დიდი ბრიტანეთი) ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის საგასტროლო ტურნე დაიწყო. მაყურებლებმა კონცერტის ფოტო- და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში განათავსეს.
View this post on Instagram
2012 წელს გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის ლაზერული გამოსახულება საუკეთესო ჰიტებს ასრულებს, მათ შორის, ალბათ ყველასათვის საყვარელ I will always love you-ს და სხვებს.
აღსანიშნავია, რომ ვირტუალური უიტნი ჰიუსტონი სასცენო კოსტიუმებსაც იცვლის და ცეკვავს კიდეც.
View this post on Instagram
მომღერლის ფანების უმრავლესობა შეძრული იყო იმ ფაქტით, რომ საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა კიდევ მიეცათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეს იდეა არ მოეწონა და საშინლადაც მოეჩვენა.
„ეს მაინც არ არის უიტნი“, – წერს იუზერი @vitaliy_houston.
იმის შესახებ, რომ ჰიუსტონის ჰოლოგრამა საკონცერტო ტურნეში გაემგზავრებოდა, გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ მომღერლის ჰოლოგრამაზე ის სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც მანამდე როი ორბისონისა და ემი უაინჰაუსის მოცულობითი გამოსახულებები შექმნეს.