„საბავშვო ევროვიზია - 2016“-ის გამარჯვებული ქართველი გოგონა ამერიკულ სერიალში გადაიღეს

© photo: courtesy of Junior Eurovisionმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალში, რომლის პრემიერაც 16 მარტს ამერიკულ არხზე გაიმართება, მარიამ მამადაშვილი ეპიზოდურ როლს ასრულებს

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საბავშვო „ევროვიზია - 2016-ის“ გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი გადაიღეს ამერიკულ სერიალში „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“ (The Plot Against America), იუწყება პირველი არხი.

მარიამ მამადაშვილი სერიალში ეპიზოდურ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა 16 მარტს ამერიკულ არხზე HBO გაიმართება.

ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინისერიალი შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრშია ებრაული ოჯახი მუშათა კლასიდან, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს და თვალს ადევნებს ჩარლზ ლიდბერგის პოლიტიკურ აღმასვლას. ესაა ავიაციის გმირი და ქსენოფობი პოპულისტი, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ ერს ფაშიზმისკენ აბრუნებს. სერიალში როლებს ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან უაინონა რაიდერი, ბენ ქოული, ჯონ ტურტურო და სხვები.

ვინ არის მარიამ მამადაშვილი

მარიამ მამადაშვილი თბილისში დაიბადა. მღერის ოთხი წლის ასაკიდან. სწავლობდა „ბზიკების“ სტუდიაში, რომლის მოსწავლეებსაც არაერთხელ გაუმარჯვიათ ბავშვთა „ევროვიზიაზე“. მარიამმა მუსიკალური განათლება ევგენი მიქელაძის მუსიკალურ სკოლაშიც მიიღო (ფორტეპიანოს განხრით).

გოგონა ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა თუ სატელევიზიო შოუში. 2014 წელს კი შეასრულა მზეთუნახავის როლი სპექტაკლში „ანა და მე“ ათონელის თეატრში.

© Eurovision Georgiaმარიამ მამადაშვილი
„საბავშვო ევროვიზია - 2016“-ის გამარჯვებული ქართველი გოგონა ამერიკულ სერიალში გადაიღეს - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი

2015 წელს მარიამი საქართველოდან აშშ-ის კონექტიკუტის შტატში გადასახლდა, სადაც „ტომლინსონის“ სკოლაში ჩააბარა. იმავე წელს გოგონა ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც ამ დრომდე ეუფლება ვოკალისა და ცეკვის ხელოვნებას და სამსახიობო ოსტატობას.

2016 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე“ მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა სიმღერით „მზეო“. ქართველმა გოგონამ 239 ქულა აიღო და უკან ჩამოიტოვა 17 ქვეყნის მონაწილეები. სწორედ მარიამის წყალობით ჩატარდა თბილისში პირველად ბავშვთა „ევროვიზია“ 2017 წელს. მოგვიანებით, 2018 წელს, გოგონამ გაიმარჯვა შოუ-კონკურსში Knicks Talent Search ნიუ-იორკში.

ყველა ახალი ამბავი
0