თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამ რეჟიმის მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.