101 წლის ქალი შვილს მანქანის გაჩერებას სთხოვს და თოვლში თამაშს იწყებს – სახალისო ვიდეო

© Photo: Ati / FBმოხუცი ქალი თოვლში თამაშობს
მოხუცი ქალი თოვლში თამაშობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
101 წლის ქალის ვიდეო, რომელიც 2015 წელსაა გადაღებული, პოპულარობას 5 წლის შემდეგაც არ კარგავს. ვიდეოში ქალი შვილს თოვლში თამაშს სთხოვს.

ვიდეოში ბრიტანელი ქალბატონი ალბინააა ასახული, რომელსაც ვაჟმა სანახავად ჩააკითხა. მოულოდნელად 101 წლის ქალი შვილს მანქანის გაჩერებას სთხოვს და თოვლში თამაშს იწყებს. პირველად ეს ვიდეო ალბინას ვაჟმა არმანდმა გაავრცელა. მისი თქმით, მან მანქანა ქალაქიდან 3 კილომეტრის მოშორებით გააჩერა და დედას თოვლში თამაშის საშუალება მისცა. „თუ შეგიძლიათ იპოვოთ ბედნიერება დეტალებში, აუცილებლად იცოცხლებთ 100 წლამდე“, – წერს არმანდი სოციალურ ქსელში. ქალი დღესაც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

ყველა ახალი ამბავი
0