„კაზინო თითოეულ ოჯახში": რატომ ვერ გადაჭრის რეკლამის აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია
პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ლუდომანიის პრობლემაზე ისაუბრა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ქვეყანაში სათამაშო დაწესებულებების რეკლამის აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ზურაბ კუკულაძეს.

მისი სიტყვებით, ეს ცუდი რეგულაცია არ იქნებოდა, მაგრამ პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის. როგორც მან განაცხადა, აუცილებელია უფრო სერიოზული ცვლილებების გატარება.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენცია: „როგორ გადავჭრათ საქართველოში ლუდომანიის პრობლემა"
„კაზინო თითოეულ ოჯახში: რატომ ვერ გადაჭრის რეკლამის აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: „როგორ გადავჭრათ საქართველოში ლუდომანიის პრობლემა"

„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მიწევს საქართველოს რეგიონებში ყოფნა. ზოგჯერ ადგილობრივ ინტერნეტ-კაფეში შევდივარ და ვხედავ, რომ იქ ინტერნეტს იყენებენ არა რაიმე სიახლის გასაგებად, არამედ ონლაინ-თამაშებისთვის. უკვე კაზინო საჭიროც აღარ არის, თითქმის ყველა ოჯახს ხომ აქვს ინტერნეტი. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეულ ოჯახში კაზინოა", – განაცხადა კუკულაძემ.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, მოთამაშეების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს – საჭიროა მოთამაშეების ე.წ. ბაზა შეიქმნას, რათა პრობლემის მასშტაბები უფრო ნათელი იყოს.

„ციფრები, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ – 700 ათასი მოთამაშე საქართველოში, ჩემი ორგანიზაციის მიერ იქნა წარმოდგენილი. პრობლემა ის კი არაა, რომ შეიძლება ჩვენი ციფრები ზუსტი არ იყოს, არამედ ის, რომ ამ სისტემაში საერთოდ არ შეიძლება ზუსტი ციფრები არსებობდეს. ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რამდენი მოთამაშეა, რამდენი ადამიანი აგებს", – განაცხადა კუკულაძემ.

© Sputnik / Alex Shlamovზურაბ კუკულაძე - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში
„კაზინო თითოეულ ოჯახში: რატომ ვერ გადაჭრის რეკლამის აკრძალვა ლუდომანიის პრობლემას - Sputnik საქართველო
ზურაბ კუკულაძე - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში

ექსპერტის აზრით, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ სისტემის მაკონტროლებელი ორგანიზაციის შექმნა. ლუდომანიის პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – წაგების ლიმიტის დადგენაა, რომლის შესახებაც საქმის კურსში, მისი სიტყვებით, უნდა იყოს შემოსავლების სამსახურიც. ამ ფორმით ადამიანს, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს რომ ითამაშოს, საშუალება არ ექნება ეს ნაბიჯი გადადგას.

რამდენად საშიშია ლუდომანია?

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშებისადმი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება განსაკუთრებით აქტუალური 2019 წელს გახდა, როდესაც ორმა ახალგაზრდამ ამ ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გახშირდა, სადაც მოთხოვნებს შორისაა ლუდომანიის ფსიქიკურ დაავადებად აღიარება, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, ონლაინ-კაზინოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მოთამაშეებისთვის ასაკობრივი შეზღუდვის შემოღება.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლუდომანიასთან ბრძოლას გაამკაცრებს

ამასთან, საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აზარტული თამაშებისადმი არასრულწლოვნების მიდრეკილება. კვლევების თანახმად, თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდებს შორის – 58%, 17 წლის მოზარდებს შორის – 90%.

ამ დღეებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ახლო მომავალში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0