ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს მერიის თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ 

© Sputnik / STRINGERპოლიცია ქუთაისში
პოლიცია ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ თანამშრომელს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამცხე-ჯავახეთი - Sputnik საქართველო
მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - ვიდეო

მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ის საცხოვრისში მადლიერების სახლიდან წამოყვანილი, თავშესაფრის გარეშე მყოფი ასაკოვანი ქალბატონის დაბინავებას ცდილობდა.

„ალბათ ორ ათეულზე მეტი ადამიანი იქნებოდა, აგრესიით წამოვიდნენ, აქ სხვას არ შემოვუშვებთო. მოხუცი ქალბატონის განთავსება გვინდოდა იმ ოთახში, რომელშიც ერთი ადამიანი დროებით გვყავს შესახლებული. ჩვენს თანამშრომელს დაზიანებული აქვს თვალი და დაზიანებები აღენიშნება სახის არეში“, - განაცხადა  მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონი არაბიძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0