„წითელი მანიკურები რატომ უსვია?“ – რას ამბობს მრევლი ბერის შეღებილ ფრჩხილებზე – ვიდეო

© Photo: beri nikoloz maqarashvilis chanawerebi / FBბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი
ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერი ნიკოლოზის მრევლი ირწმუნება, რომ „ბერ ნიკოლოზს“, იგივე „ღმერთ ნარიმანს“ მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ისინი მის საცხოვრებელთან, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მღერიან.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ბერი ნილოკოზი (ნარიმანი) წვერგაპარსულია და წითელი ლაქი უსვია. ნარიმანის ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

კითხვაზე, თუ რატომ უსვია წითელი ლაქი მას, ნარიმანის ერთ-ერთი მრევლი ასეთ პასუხს წერს: „მამაოს მოქმედების უმნიშვნელოვანესი დეტალიც კი მხოლოდ მის მსგავსს შეუძლია. აქ ვერცერთ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებთ. ნეტა იმას ვიგებდეთ, რასაც პირადად გვეუბნება და რისი გაგებაც გვევალება საკუთარი თავის შესაცნობად. სალოსის ქმედებას ვერავინ ხვდება. წმინდა მამა გაბრიელი იძახდა სალოსის ქმედება თუ ამოიცანი ესეიგი სალოსი არარისო“, – წერს მრევლი.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს. ასე სჯერა მის მრევლს. ისინი ირწმუნებიან, რომ „ბერ ნიკოლოზს“, იგივე „ღმერთ ნარიმანს“ მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ისინი მის საცხოვრებელთან, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მღერიან.

ბერი ნიკოლოზი ფულს არიგებს - Sputnik საქართველო
ბერი ნიკოლოზი 100-ლარიანებს არიგებს – ვიდეო

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”,”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”.

ნარიმან მაქარაშვილი ბარნოვიდან ზემო ფონიჭალაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მისი მრევლი იქ იკრიბება.

ყველა ახალი ამბავი
0