ბაკურიანში თხილამურებით სრიალისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

გამოწერა
პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, რომელიც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ბაკურიანში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შედეგად გარდაიცვალა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა

მასმედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ახალგაზრდა გოგონა. ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. მისი დათვალიერებისას აღმოჩენილია ტრავმები. უბედური შემთხვევის დეტალებს იკვლევენ.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“. აღნიშნული დანაშაული ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0