გადაცემის „პროფილში“ სტუმრად მყოფმა მომღერალმა სოფო ბედიამ აღნიშნა, რომ შვილის გაზრდაში თავის მეუღლე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ძალიან ეხმარება. „გადამეტებული გამოვა ჩემგან მისი ასეთი ქება, მაგრამ ფაქტიურად მიშა დედაცაა და მამაც, როდესაც ახალი ნამშობიარები ვიყავი ცდილობა რომ დამესვენა მეტი“, - ამბობს სოფო ბედია.
მიშა მესხმა იმ სირთულეზე გაამახვილა ყურადღება რასაც ბავშის გაზრდაში გადააწყდა.
„ყველაზე რთული პერიოდი იყო როდესაც გაზები უგროვდებოდა. მაგ დროს ცხელ წყალში ვსვამდი და წამლებს ვაძლევდი“, - აღნიშნა მიშა მესხმა.
მომღერალი სოფო ბედია 2015 წელს მეორედ გათხოვდა. მომღერლის რჩეული ამჯერად მიშა მესხი გახდა. საზოგადოება ამ წყვილს კარგად იცნობს და ის მუდმივად ყურადღების ცენტრშია. სოფო ბედიამ მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ საკმაოდ მოიმატა წონაში, თუმცა მომღერალმა მალევე შეძლო ფორმაში ჩადგომა. როგორც ის აღნიშნავს, ჯამში 21 კილოგრამი დაიკლო.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. სოფო ბედიას მეორე მეუღლესთან პირველი შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.