ზურა მხეიძე: ჩემთან ზოგი ზედმეტი ინფორმაციის გამო ანუ თვითდიაგნოზით მოდის

© photo: tv show 20:30ზურა მხეიძე
ზურა მხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა მხეიძე საუბრობს ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომლის მკურნალობასაც ისინი არასწორი გზითა და საშუალებებით ცდილობენ.
ზურა მხეიძე: ჩემთან ზოგი ზედმეტი ინფორმაციის გამო ანუ თვითდიაგნოზით მოდის
„როცა ჩემთან ცოლ-ქმარი მოვიდა, რომელიც რაღაც სასაცილო პრობლემის გამო ერთმანეთს უნდა დაშორებულიყო, ათი წუთი ლაპარაკის მერე ისინი ერთმანეთს ვეღარ შორდებოდნენ. ჩემგან მშვენიერ ხასიათზე წავიდნენ. მათი პრობლემა კი გაქრა, არადა, ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ამის გამო შორდებოდნენ. მე რა გავაკეთე? მატერიალურად მივეხმარე? არა, მე გავუსწორე მათ ის შინაარსი, რომლითაც ისინი ფიქრობდნენ, მეტი-არაფერი- ფსიქოლოგი მეტს არაფერს აკეთებს. თქვენ ვერ მოიფიქრეთ რა შინაარსით გამოასწორებდით თქვენს ურთიერთობას. ზოგადი სქემა ესა, რომ ფსიქოლოგი ეხმარები ამის დალაგებაში. ჩემი დაკვირვებით კომუნიკაციის სფეროში ადამიანები რაღაცეებს მეტ-ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ საკუთარ თავს რა სიტყვებით ელაპარაკებიან -ეს პროცესი მთლიანად გამოტოვებული აქვთ.“- ამბობს ზურა მხეიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ამბობს: „არის ხალხი, რომელიც მიყვება, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ მიღებული. ეს რას ნიშნავს, იცით? სანამ ჩემამდე მოვიდა, ინტერნეტში შევიდა და ამ თემაზე ყველაფერი წაიკითხა. ახლა არ გინდა ამას ყველაფერი გაუნულო? როგორც კი ამას ვახერხებ ხოლმე, მორჩა, უკვე კარგად ხდება.“

 

ყველა ახალი ამბავი
0