წელს ბრენდმა პროექტი Moncler Genius-ის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან ერთად ერთდროულად 12 ინსტალაცია მოამზადა. ეს არის 12 სხვადასხვა კონცეფცია, 12 განსხვავებული ხმა, მაგრამ ერთი ბრენდი, აცხადებენ Moncler-ის წარმომადგენლები.
არჩეული მასალის სირბილესთან შეხამების უკომპრომისო მანერა, მხიარული და თვალისმომჭრელი ფერები, გამომწვევი სილუეტები, ეფექტური შარფები, მამაკაცური და ქალური საწყისები ერთ სტილში - დიზაინერებმა ვირტუოზულ და დახვეწილ კოლექციაში მთელი ნიჭი ჩადეს.

მილანში მოდის კვირეულის პირველი დღე დაასრულა Moncler Genius Fall/Winter 2020 ჩვენებამ

იტალიურმა ბრენდმა რვა სრულფასოვანი კოლექცია წარმოადგინა

ასევე აქსესუარების სამი პროექტი

ბრენდს არც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გამორჩენია და მათთვისაც წარმოადგინა Poldo Dog Couture

ჯონათან ანდერსონმა საკუთარი კოლექცია დიდ მომრგვალებულ ოთახში უჩვენა. დიზაინერის თქმით, კოლექციის იდეა „გასაბერი არქივი“ გახდა

6/17
© AFP 2024 / Andreas Solaro
ბრენდმა ასევე წარმოადგინა JW Anderson-ის ძველი კოლექციების განახლებული ელემენტები, რომლებიც Moncler-ის სტილში გადაწყვიტა

აქ უჩვენეს შლაპები SS 2015 სეზონიდან და FW 2014 სეზონის მამაკაცის შორტები და ფეხსაცმელები

ვერონიკა ლეონისა და სერხიო ზამბონას კოლექციები მიეძღვნა „დაკარგული სამოთხის მაძიებელ ქალთა არმიას“. დიზაინერებმა განმარტეს, რომ მათი ნამუშევრების საფუძველი ქალურობა და ელეგანტურობაა, რომელსაც თანამედროვე პრაქტიკულობა ემატება

წითელი კედლების ფონზე მოდელები ნეიტრალური შეფერილობის სამოსით გამოდიოდნენ

Moncler Grenoble-ის კოლექციაზე მუშაობისას სანდრო მანდრინო სამთო-სათხილამური კოსტიუმის ესთეტიკას იკვლევდა

დიზაინერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ფერადდება თოვლის საფარი, როდესაც გარშემო ამდენი გრაფიტია

ხოლო დიზაინერმა კრეიგ გრინმა ახალი ნამუშევრებით უბრალოების კიდეს მიაღწია

მან ბრტყელი ფორმები სამგანზომილებიან ქმნილებებად აქცია

Moncler-ის კოლაბორანტების შემადგენლობაში საკუთარი მეოთხე სეზონი ჰიროში ფუძივარამ ფუტურისტულ ლაზერშოუზე წარმოადგინა

ახალ ასორტიმენტში შევიდა ბომბერი რთული პრინტით

რიჩარდ ქუინი არ შეჩერდა მხოლოდ მომავლის ტემაზე, დიზაინერმა ის 60-იანების ესთეტიკას შეუხამა

მოდელები ვირტუოზულად შესრულებულ ნამუშევრებს უჩვენებდნენ სცენაზე, რომელიც ძალიან გავდა კოსმოსურ ხომალდს