თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში კვირას, 23 თებერვალს, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - დილით მზიანი ამინდი, დღის მეორე ნახევარში კი ღრუბლიანი და უნალექო ამინდი იქნება.
მზე 07:45 საათზე ამოვა და 18:43 საათზე ჩავა.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.