ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია საექსპერტო დაწესებულების უფროსი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226, 4 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურება.  მეორე შემთხვევაში კი ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა 120 ათასი ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0