დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ლონდონში რჩება

© photo: courtesy of Tamara Beruchashviliთამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში მუშაობას საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად გააგრძელებს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი მას შემდეგ, რაც საკუთარ უფლებამოსილებას ახალ ელჩს, სოფიო ქაცარავას გადააბარებს, მუშაობას ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველომ დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში ახალი ელჩები დანიშნა

ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბერუჩაშვილს აღნიშნულ ორგანიზაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

„ჩემს საქმიანობას განვაგრძობ ლონდონში, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ლონდონშია. ამ პოზიციას მე ვიკავებდი 4 წლის განმავლობაში, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის პოსტის პარალელურად. ამჯერად საზღვაო დიპლომატია ჩემი საქმიანობის მთავარი თემა იქნება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მზარდი როლის გათვალისწინებით, გლობალური საზღვაო ინდუსტრიის განვითარებისა და უსაფრთხო ნაოსნობის ხელშეწყობის საქმეში, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის უფრო ეფექტური გამოიყენება საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის მზარდი როლისა და განსაკუთრებული პოტენციალის წარმოსაჩენად", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად 2015 წელს დაინიშნა. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0