თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილს ადვოკატები ატყუებდნენ, რომ ციხეს მალე დატოვებდა

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი წლების განმავლობაში ატყუებდნენ პატიმარს.
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილს ადვოკატები ატყუებდნენ, რომ ციხეს მალე დატოვებდა
„რაკი დღეს ის უკვე თავისუფალია, მინდა უფრო მწვავედ შევაფასო მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირაში რამდენჯერმე ტელევიზიის მეშვეობით პატიმარს ტყუილებს უთვლიდნენ. ეუბნებოდნენ, რომ თითქოს პოლიტპატიმრად გაღიარესო. ეს სიცრუე იყო. მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა, სამწუხაროდ, ხანდახან ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფები პატიმართან მიმართებით. მას ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს… ბატონი ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებითა და პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ამ პატიმარს ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სასჯელი სრულად მოიხადა.

ყველა ახალი ამბავი
0