თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე ქართველი მეზღვაური, რომლებიც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ხუთშაბათს ღამით ნიგერიის პორტ ლაგოსთან მეკობრეები თავს დაესხნენ ტანკერს. ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს ათამდე მეზღვაური, მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც. რამდენი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა მეკობრეების ტყვეობაში, არ აკონკრეტებენ.
ამასთან, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს მეკობრეებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.