ნინა სუბლატი: სახლში ავტომატებით შემოგვივარდნენ და სამი ქალი გაურკვევლობაში აღმოვჩნდით

გამოწერა
ნინა სუბლატი საკუთარ ბავშვობას იხსენებს, იმას, თუ როგორი ბავშვი იყო, რა უყვარდა და ყველაზე ძალიან რას განიცდიდა.
ნინა სუბლატი: სახლში ავტომატებით შემოგვივარდნენ და სამი ქალი გაურკვევლობაში აღმოვჩნდით
„ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. დღეს ვფიქრობ – ვინმეს რომ ეთქვა, ასე არ გააკეთოო, მაინც რაღაცას მოვიგონებდი, ყველაფერს გადავატრიალებდი და იმას გავაკეთებდი, რაც მინდოდა. ამას თავნება აღარ ჰქვია, ეს ზე-თავნებაა. რაც მაინტერესებდა, ყველაფერს მოდებული ვიყავი. მე ვფიქრობ, ჩემნაირ ადამიანებს ჩემნაირი დედები სჭირდება, რათა არ შეიზღუდონ და არ დაკომპლექსდნენ. ჩემი დედის მხრიდან მხოლოდ თავისუფლების მოცემას არ ჰქონდა ადგილი, რომ მიდი, შვილო, რაც გინდა ის გააკეთეო. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, ძალიან კარგი იქნებოდა, მამა რომ ყოფილიყო ოჯახში“, – ამბობს ნინა სუბლატი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ნინა სუბლატი ამბობს: „როცა გავიზარდე, აზრი შემეცვალა და მივხდი, რომ ძალიანაც კარგი იყო ასეთ რთულ სიტუაციას სამი ქალი ყოველგვარი დეპრესიის გარეშე რომ ართმევდა თავს“.

ყველა ახალი ამბავი
0