მაკა ასათიანის ვაჟი კახი ჟორდანია და მისი მეუღლე ნანიკო კლდიაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ფეხმძიმე ნანიკომ პირველად ორი თვის წინ გამოაქვეყნა ფოტო „ინსტაგრამზე“.
ნანიკომ ახალშობილის ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალშობილს ლეა დაარქვეს. კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა სამი წლის წინ იქორწინეს და ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერეს.
წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. კახი ბიზნესმენია და ერთი წლის წინ ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა. ნანიკო კი შვეიცარიაში სწავლობს.