მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

100-კილოგრამიანი ოქროს მონეტის ქურდებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონეტა სახელწოდებით „ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი“, ბრიტანეთის დედოფლის გამოსახულებით, 100 კგ-ს იწონიდა და ხალასი ოქროსგან იყო დამზადებული.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ბერლინის საოლქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სამ პირს, რომლებმაც ბოდეს მუზეუმიდან 100 კგ წონის ოქროს მონეტა მოიპარეს, იუწყება ტელერადიოკომპანია RBB.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორ ბრალდებულს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ერთს — სამი წლით, ხოლო ერთი გაამართლა. 

​მონეტა სახელწოდებით „ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი“ ბერლინის ბოდეს მუზეუმიდან 2017 წლის მარტში მოიპარეს. ის 100 კგ-ს იწონიდა და ხალასი ოქროსგან იყო დამზადებული. მონეტის ავერსზე ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის პროფილი იყო დატანილი.

ბოდეს მუზეუმს, რომელიც მონეტების კოლექციითა სახელგანთქმული, ექსპონატი სხვა მუზეუმისგან ჰქონდა ნათხოვარი გამოფენისთვის.

RBB-ს ინფორმაციით, ოქროს მონეტა ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. გამოძიება ვარაუდობს, რომ 3,75 მლნ ევროდ (დაახლოებთ 4 მლნ აშშ დოლარი) ღირებული „ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი“ ნაწილებად დახერხეს და ისე გაყიდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0