ადამიანის კანს ტვინის მსგავსი უნარები აქვს: სენსაციური აღმოჩენა

CC0 / Pixabay / luvqs / მეცნიერი მიკროსკოპთან
მეცნიერი მიკროსკოპთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნერვული უჯრედების გარდა, კანის უჯრედებიც ნეირონების მსგავსად ურთიერთქმედებენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ადამიანის კანის ზოგ უჯრედს ნეირონულის მსგავსი აქტივობები აღენიშნება, რაც ჩვეულებისამებრ ტვინის უჯრედებისთვისაა დამახასიათებელი, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა აღმოჩენაც ცვლის წარმოდგენას კანის უჯრედების მოწყობის შესახებ. 

ახალშობილი - Sputnik საქართველო
სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს: ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

პორტალ Science Alert-ის ინფორმაციით, კანის უჩვეულო უნარებზე ყურადღება როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაამახვილეს, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის კანის უჯრედების ურთიერთქმედება შეისწავლეს. 

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ნერვული უჯრედები ერთმანეთს უნიკალური, განუმეორებელი ხერხით უკავშირდებოდნენ. მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ნერვული უჯრედების გარდა, კანის უჯრედებიც ნეირონების მსგავსად ურთიერთქმედებენ. 

ნეირობიოლოგებმა iPhone-თი გატაცება რელიგიად შეაფასეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც კერატინოციტებისა (ეპიდერმისის უჯრედები) და მელანოციტების (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ურთიერთობა შეისწავლეს.

როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ამ ორი ტიპის უჯრედებს შორის საკმაოდ მჭიდრო, ნეირონებს შორის არსებულის მსგავსი კავშირი არსებობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნერვული სისტემის სტრუქტურაში შეინიშნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომელიც გვეუბნება, რომ უჯრედშორისი კომუნიკაცია ყველაზე სუსტად შესწავლილი დარგია მიკრობიოლოგიაში“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათი თქმით, შემდგომი კვლევები მეცნიერებს ბევრი სერიოზული დაავადების მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0