Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„არ გამოხვიდეთ სახლებიდან“: სამხრეთ კორეაში COVID 2019-ით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

© AP Photo / Ahn Young-joonდეზინფქცია სეულში
დეზინფქცია სეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეგუს ხელისუფლება ამოწმებს ყველას, ვინც შეიძლებოდა ინფიცირებულ ქალთან ერთად აღმოჩენილიყო ეკლესიაში. მასმედიის ინფორმაციით, ასეთების რაოდენობა შესაძლოა ათასებს აღწევდეს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. არ გამოხვიდეთ ქუჩებში და სამედიცინო ნიღბები სახლშიც გეკეთოთ, მოუწოდა ქალაქ დეგუს (სამხრეთ კორეა) მერმა კვონ იონ ჩჟინმა მოსახლეობას, ვინაიდან ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.

„დეგუს მცხოვრებლებს გთხოვთ, გარკვეული დროით, შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავოთ ქუჩაში გამოსვლისგან და ოჯახის წევრებთანაც კი მხოლოდ ნიღბებით იყავით“, — განაცხადა მერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც სოციალური ქსელებითაც გადაიცა. 

აღნიშნული პრესკონფერენცია დეგუში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას მიეძღვნა. ბოლო მონაცემებით, ქალაქში 49 ინფიცირებულია გამოვლენილი, რომელთაგან 28 ერთი ადამიანისგან დაავადდა. საუბარია 61 წლის სამხრეთ კორეელ ქალზე, რომელიც დეგუში ცხოვრობს, არ ყოფილა საზღვარგარეთ და არ ჰქონია კონტაქტი სხვა ინფიცირებულებთან. რა გარემოებაში და სად დაავადდა ქალი COVID-2019-ით, უცნობია. ამ დროისათვის ის საკუთარ საცხოვრებელშია იზოლირებული. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-2019: ბოლო მონაცემები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ

ამჟამად გამოვლენილია 166 ადამიანი, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ქალბატონთან. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ახალი რელიგიური მოძრაობა „სინჩხონჩჟის“ იესოს ეკლესიის მრევლია.

ამასთან დაკავშირებით დეგუს ხელისუფლება ამოწმებს ყველას, ვინც შეიძლებოდა ინფიცირებულ ქალთან ერთად აღმოჩენილიყო ეკლესიაში. მასმედიის ინფორმაციით, ასეთების რაოდენობა შესაძლოა ათასებს აღწევდეს, ვინაიდან „სინჩხონჩჟის“ კულტი საერთო ჯამში 120 ათას წევრს ითვლის. ამ დროისათვის დეგუს ეკლესია დროებით დაკეტილია. 

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში COVID 2019-ით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 82 კაცს შეადგენს. აქედან 16 გაეწერა საავადმყოფოებიდან, 66 კი მკურნალობას განაგრძობს.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 74 576 შემთხვევა. ამ დროისათვის ავადმყოფობს 56 303 ადამიანი. აქედან 11 864 მძიმე მდგომარეობაშია. 16 155 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან, 2 118 კი გარდაიცვალა. ამასთან ექიმები აკვირდებიან 126 360 ადამიანს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა რაოდენობამ 25 ქვეყანაში 924 ადამიანი შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0