ვანო მერაბიშვილი: ამ წლის ბოლომდე ეს ხელისუფლება დასრულდება, გარანტიას გაძლევთ

© photo: Sputnik / Stringerვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ვანო მერაბიშვილი: ამ წლის ბოლომდე ეს ხელისუფლება დასრულდება გარანტიას გაძლევთ
„ზუსტად ცხრა წელიწადი და ექვსი თვე (სინამდვილეში, 6 წელი და 9 თვე – რედ.) ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ჩემს გულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულშემატკივრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოსცილდეს“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განმარტებით, იგი აგრძელებს ბრძოლას და ერთ წელიწადში ამჟამინდელი ხელისუფლება დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0