რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
ჟურნალისტები აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ წახვალთ პოტენციურად სტრესული დავალების შესასრულებლად, დარწმუნდით, რომ ყველა პირადი საკითხი და გეგმა მოგვარებულია, რათა შეამციროთ შფოთვა და სტრესი ველზე მუშაობისას და უფრო მეტად კონცენტრირდეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

საპროტესტო აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტური საქმიანობა საკმაოდ სტრესულია და მაღალ რისკს შეიცავს. სცენა მწერლებსა და პოეტებს ხშირად არ ეთმობა. ცხელ წერტილში, პირდაპირ ეთერში მუშაობისას თუ საჭირო კადრებისა და რესპონდენტების ძიებაში რეპორტიორი მიკროფონის ანაბარა საფრთხეს თვალებში უყურებს.

ზოგჯერ ჟურნალისტების მიმართ თავად აქციის მონაწილეებიც აგრესიით გამოირჩევიან. არც ისე იშვიათად გვესმის, თუ როგორ არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, როგორ დაუზიანეს კამერა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა...

© photo: Sputnikჟურნალისტები აქციაზე
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
ჟურნალისტები აქციაზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს. ხელის შეშლა – ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ჟურნალისტი, თავის მხრივ, ვალდებულია ცხელ წერტილშიც აცნობიერებდეს, რომ მოქალაქეების მიმართ მოვალეობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე პროფესიული ეგოიზმი. აუდიტორიის მიმართ ერთგულება არის ის, რაც პირველობას არ კარგავს დამქირავებლის მიმართ ერთგულებასა და საკუთარი თავის ერთგულებას შორის. ადრე თუ გვიან, დარბევის თუ ძალადობის დროს, როდესაც ასობით ადამიანი შველას ითხოვს, დილემის წინაშე დადგებით – კადრი ან მოქმედება... რომელს აირჩევთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული...

© Sputnik / STRINGERროდესაც ასობით ადამიანი შველას ითხოვს, დილემის წინაშე დადგებით - კადრი, ან მოქმედება... რომელს აირჩევთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული...
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
როდესაც ასობით ადამიანი შველას ითხოვს, დილემის წინაშე დადგებით - კადრი, ან მოქმედება... რომელს აირჩევთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული...

ინტერაქცია

არ შეხვიდეთ მეგობრულ კომუნიკაციაში სამართალდამცველებთან და არ გადაკვეთოთ პოლიციის კორდონი. შეინარჩუნეთ ნეიტრალურობა. საჭიროების შემთხვევაში გაეცალეთ ტერიტორიას სირბილის გარეშე, რადგან ასეთ სიტუაციაში ადამიანი, რომელიც გარბის, ხშირად აღქმულია სამიზნედ.

გაშუქების შემდეგ დაგეგმეთ დისკუსიები რედაქტორებთან, დისკუსიები საშუალებას მოგცემთ ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, რაც გაწუხებთ.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
ჟურნალისტები აქციაზე

ამინდს ვერ აირჩევ

დემონსტრაციაზე წასვლამდე ჟურნალისტმა უნდა შეამოწმოს ამინდის პროგნოზი. საჭიროების შემთხვევაში კი თან იქონიოს წყალგაუმტარი ტანსაცმელი. სასურველია მას ჰქონდეს აპარატურის თუ მეხსიერების ბარათის დამცავი სინესტისგან ან პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებისგან. ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მზისგან დასაცავად წაიღეთ კეპი. წვიმის შემთხვევაში სასურველია მსუბუქი საწვიმარი.

აქციაზე მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წაიღოთ. ამისთვის შეგიძლიათ პატარა მსუბუქი ჩანთა გამოიყენოთ მარტივი საკეტით, რათა გადაადგილებაში ხელი არ შეგიშალოთ. გახსოვდეთ, ხელში რაც უფრო ნაკლები ნივთის დაჭერა მოგიწევთ, მით უკეთესი იქნება.

© Sputnik / STRINGERპოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენება
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენება

პორტატული დამტენი

უნდა გქონდეთ ენერგიის სათადარიგო წყარო ტელეფონისთვის. შეამცირეთ ტელეფონის განათება და დეაქტივაცია გაუკეთეთ ყველა არასაჭირო აპლიკაციას, რაც დამატებითი ენერგიის გამოყენებას მოითხოვს. უნდა გქონდეთ ტელეფონი ორი სიმბარათით. არის შემთხვევები, როდესაც ერთ ბარათზე სიგნალი წყდება უამრავი live bag-ის (აპარატურა პირდაპირი ეთერის ჩასართავად) გამო, ან ინტერნეტის მუშაობას სიგნალის ჩამხშობი სიხშირეები წყვეტს.

თუ ყველაფერი გამართულად მუშაობს და უბრალოდ შემოგაღამდათ, 100%-ით დამუხტული პორტატული დამტენი თქვენს გუნება-განწყობას აამაღლებს.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
ჟურნალისტები აქციაზე

აირწინაღი

მაშინ, როდესაც სპეცრაზმი თქვენს მიკროფონებს მოადგება, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სახეზე აირწინაღი ჩამოიფაროთ და ასე მოემზადოთ ხანგრძლივი თავგადასავლისთვის. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ისუნთქოთ ისეთ გარემოში, სადაც, როგორც იტყვიან, ნემსიც კი არ ჩავარდება.

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიმიტინგების დაშლისას პოლიცია ხშირად იყენებს ცრემლსადენ გაზს და მზად უნდა იყოთ ამისთვის
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
მიტინგების დაშლისას პოლიცია ხშირად იყენებს ცრემლსადენ გაზს და მზად უნდა იყოთ ამისთვის

წყალი

გაითვალისწინეთ, სიცხეში აუცილებლად მოგწყურდებათ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გვაჩუქა დედაბუნებამ ისეთი რესურსი, როგორიც წყალია და კარგი იქნება, თუ ჩანთაში ერთი ბოთლი მაინც აღმოგაჩნდებათ. სავარაუდოდ, ცხელ წერტილში სითხე გაცხელდება, მაგრამ ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ, ორიენტირდით იმაზე, რომ წყალი თქვენს კანს უფრო გლუვს და სასიამოვნოს გახდის.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტები აქციაზე
რატომ უნდა მოაგვაროთ პირადი ცხოვრება საპროტესტო აქციაზე წასვლამდე – რჩევები ჟურნალისტებს - Sputnik საქართველო
ჟურნალისტები აქციაზე

Snacks

საპროტესტო აქციის, დემონსტრაციის გაშუქების დროს ჟურნალისტს მენიუს გადახედვის, წვნიანების და Glovo-ს გამოძახების დრო არ აქვს. კარგი იქნება ჩანთაში „სნეკებს“, ანუ სასუსნავს თუ ჩაიყრით წასახემსებლად.

ამ სიაში ბოლო ნივთი ლოცვანია. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი ნივთი არ გაქვთ და აქციასაც ვერ არიდებთ თავს, სხვა რა დაგრჩენიათ? უნდა ამოიღოთ ლოცვანი და საკუთარი სულის გადასარჩენად ილოცოთ.

ამ ორომტრიალისგან გაბეზრებული ჟურნალისტები ხშირად თავადაც ხუმრობენ: სპეცრაზმელთან ფოტო – ერთი ლარი; ორი მიწოლა – 50 თეთრი...

მოკლედ, დაიმახსოვრეთ, ცხოვრებაში ვერასოდეს დაამტკიცებთ, რომ არ ხართ ვარდისფერი სპილო, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეგეძლოთ გაეცალოთ ცხელ წერტილს, მაგრამ, რა ვიცი... ეს ჩვენი პროფესიაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0