Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„18 წლის გახდა და ჩემს ტანსაცმელში გამოჭიმული დამხვდა“ – ნახეთ როგორ გაიზარდა მარიკო

© courtesy of Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილს საერთო ერთი ქალიშვილი მარიამი ჰყავთ. გოგონას 18 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული. მარიამს მამას ამსგავსებენ, თუმცა ლელას მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოზე ჩანს, რომ სრულწლოვანი გოგონა დედას ემსგავსება.

პოპ-დივას ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. იუბილარს დედ-მამამ დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. გოგონამ მამის ტანსაცმელი მოირგო და პროდიუსერთან ერთად იპოზირა. მამამ ქალიშვილის სურათი გამოაქვეყნა, სადაც მათ ერთნაირი სამოსი აცვიათ.

View this post on Instagram

🌹

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

კახა მამულაშვილის გაზიარებულმა უსაყვარლესმა სურათმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მარიკო მალე სტუდენტი გახდება. როგორც ჩანს, გოგონა ფოტოგრაფიით არის გატაცებული. „18 წლის გახდა და ჩემ ტანსაცმელში გაჭიმული დამხვდა“ – ასე გამოეხმაურა „მამულიჩა“ მარიამთან გადაღებულ უახლეს სურათს.

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ კომპოზიტორების და მათ მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0