კომაროვის სკოლის მოსწავლემ აშშ-ში სწავლის დაფინანსება მოიპოვა

© photo: courtesy of Teona Gogniashvili კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი
 კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსწავლის თქმით, ვანდერბილტის უნივერსიტეტისადმი ინტერესი მას ორი წლის წინ გაუჩნდა, როდესაც მისი მეგობარი ლუკა გურგენიძე, ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლე, პირველი ქართველი გახდა, რომელიც ამ უმაღლესში მოხვდა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. 17 წლის ლუკა ბუსკივაძემ, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლემ, ვანდერბილტის უნივერსიტეტში (აშშ)მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება - წელიწადში 80 ათასი დოლარი.

ვანდერბილტის უნივერსიტეტი (Vanderbilt University) - კერძო კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც ტენესის შტატში, ნაშვილში მდებარეობს. დაფუძნებულია 1873 წელს კორნელიუს ვანდერბილტის ფულით და მის სახელს ატარებს. უნივერსიტეტში აშშ-ის 50 შტატიდან და საზღვარგარეთის 90 ქვეყნიდან 12 ათასი სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტში სწავლა აგვისტოში დაიწყება. ლუკამ გაგზავნილ აპლიკაციაზე დადებითი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღო, იუწყება Ambebi.ge. ამ მომენტისთვის ლუკა მე-12 კლასის მოსწავლეა.

ლუკა ბუსკივაძის სიტყვებით, ვანდერბილტის უნივერსიტეტისადმი ინტერესი მას ორი წლის წინ გაუჩნდა, როდესაც მისი მეგობარი ლუკა გურგენიძე გახდა პირველი ქართველი, რომელიც ამ უმაღლესში ჩაირიცხა.

კომაროვის სკოლის მოსწავლე თეიმურაზ თოლორაია - საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა ყაზახეთში საერთაშორისო ოლიმპიადაზე 13 მედალი მოიპოვეს

უნივერსიტეტში მოსახვედრად ლუკას უნდა ჩაებარებინა TOEFL-ისა (ინგლისური ენის) და SAT-ის (უნარები ინგლისურად) ტესტები.

„ამ გამოცდებში მაღალი ქულები მივიღე. შემდეგ იყო აპლიკაციის გაგზავნის ეტაპი, რაც მოიცავდა ესსეს, მასწავლებლის რეკომენდაციებს, აქტივობებს, უნივერსიტეტთან ინტერვიუებს, ასევე საფინანსო ფორმებს - რა დაფინანსება მჭირდებოდა და რამდენის გადახდა შეგვეძლო“, - უამბო მოსწავლემ გამოცემას.

ვანდერბილტი აშშ-ში ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება. ამიტომ იქ მოსახვედრად საჭიროა წელიწადში 74 ათასი დოლარის გადახდა. ბუსკივაძის ოჯახს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. როგორც ლუკა ამბობს, მან მიუთითა, რომ წელიწადში 1700 დოლარის გადახდას შეძლებდა.

 „13 თებერვალს პასუხი მომივიდა, რომ მხოლოდ 74 ათასს კი არა, ოთხი წლის განმავლობაში 80 ათას დოლარს მაძლევენ, რათა დაზღვევა და მგზავრობის ფულიც მქონდეს. სწავლის ფული ყოველწლიურად იზრდება და შეიძლება დაფინანსებაც გაიზარდოს“, - ამბობს ლუკა. 

მოსწავლის თქმით, მან ინჟინერიის სკოლა აირჩია, შეისწავლის კომპიუტერულ მეცნიერებებს, მათემატიკასა და ბიზნესს.

ყველა ახალი ამბავი
0