მარგველაშვილი: ნაცები ამათ ეუბნებოდნენ, ახტითო და ესენი პასუხობდნენ, რა სიმაღლეზეო
„ეს ქვეყანა არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“, არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არამედ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქეების. საქართველოს მოქალაქეებს უთქვამთ თავისი პრინციპული სიტყვა, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. რატომ არის გულწრფელად შეშინებული ის ხალხი, ვინც დღეს ყველაზე დიდ თანამდებობაზეა? სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ეუბნებოდა ამათ, ახტითო და ესენი ეუბნებოდნენ, რა სიმაღლეზე ავხტეთო“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ სწორედ იმიტომ არ ეშინია, რომ 2003 წლიდან უპირისპირდებოდა მათ.