პრეზიდენტის სასახლე მზადაა შეხვდეს ემიგრანტებსა და დიასპორების წარმომადგენლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან შეუძლიათ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ორბელიანის სასახლეში სამშაბათიდან რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ემიგრანტებთან, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დიასპორის ფორუმი - Sputnik საქართველო
„ქართულ დიასპორას განსაკუთრებული ძალა აქვს" - ემიგრანტები თბილისში შეიკრიბნენ

შეხვედრები კვირაში ორჯერ, სამშაბათობითა და ხუთშაბათობით გაიმართება. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შეძლებენ.

ამას გარდა, 18 თებერვლიდან პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ქართველი ემიგრანტებისა და დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

უფრო ადრე სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქართულ დიასპორას თბილისში ჰქონდეს ადგილი, სადაც შეძლებს საჭირო ინფორმაციის მიღებას იმის თაობაზე, თუ რა შესაძლებლობები არსებობს სამშობლოში იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაბრუნებასა და აქ მუშაობას გადაწყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0