https://sputnik-georgia.com/20200218/parlamentma-valeri-gelaSvilis-sadeputato-uflebamosileba-aRiara-247764477.html
პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება აღიარა
პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება აღიარა
Sputnik საქართველო
გელაშვილი უკვე იყო არჩეული მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად, ამჯერად მან „ქართული ოცნების“ სიით კარლო კოპალიანის ადგილი... 18.02.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-02-18T19:54+0400
2020-02-18T19:54+0400
2021-10-19T17:19+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/98/247009809_0:100:3000:1788_1920x0_80_0_0_48ee85d0ad5b142593f07fe11f785b1d.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/98/247009809_242:0:2758:1887_1920x0_80_0_0_753058b2a9cba5a23f27a4e54be9f3d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება აღიარა
19:54 18.02.2020 (განახლებულია: 17:19 19.10.2021) გელაშვილი უკვე იყო არჩეული მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად, ამჯერად მან „ქართული ოცნების“ სიით კარლო კოპალიანის ადგილი დაიკავა
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი კვლავ დეპუტატი გახდა - საქართველოს პარლამენტმა მისი უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტში გელაშვილმა „ქართული ოცნების“ სიით კარლო კოპალიანის ადგილი დაიკავა. კოპალიანს სადეპუტატო უფლებამოსილება 2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაოდ გადასვლის გამო შეუწყდა.
გელაშვილს საკმაოდ დიდი საპარლამენტო სტაჟი გააჩნია, ის უკვე იყო არჩეული მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად. 2005 წლის ივლისში სპეცნაზელთა ჯგუფმა მასზე თავდასხმა განახორციელა. დეპუტატი სასტიკად იყო ნაცემი. დეპუტატთან ანგარიშსწორების მიზეზი გახდა კონფლიქტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქმის ობიექტური გამოძიება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და დეპუტატთან ანგარიშსწორების გამო სააკაშვილს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა. პრეზიდენტის გარდა, 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა ყოფილ პრემიერსა და ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქმის სხვა ფიგურანტებსაც - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ მაღალჩინოსნებს.